ჩვენ შესახებ

ჩვენი გუნდის მრავალწლიანი გამოცდილება იტალიურ უმაღლესი სტანდარტების და ხარისხის სამზარეულოებთან და გარდერობებთან მუშაობაში, ჩვენი კავშირები საერთაშორისო ლიდერ მწარმოებლებთან, გვაძლევს მოტივაციას და რესურსს — ძირეულად შევცვალოთ ავეჯის წარმოების სტანდარტი და ფილოსოფია საქართველოში.

სამწუხაროდ დღეს, ადგილობრივი წარმოება ხშირად შემოიფარგლება მინიმალური ფუნქციონალით და სტანდარტული, ცოტა არ იყოს პრიმიტიული გადაწყვეტილებებით და ხშირად ეს შესაბამისი კომპონენტების არქონის გამო ხდება— მაშინ როცა თანამედროვე ტექნოლოგიები და მასალები გვაძლევს საშუალებას, რომ სამზარეულო და გარდერობი იყოს:

✔ დიზაინით გამორჩეული და ესთეტიური
✔  მაქსიმალურად კომფორტული და მომხმარებელზე მორგებული
✔  მისი ყოველი კუთხე ათვისებული და გამოსაყენებლად ერგონომიული
✔ მაღალი გამძლეობის – ხანგრძლივი და აქტიური გამოყენებისას

ფასადებისთვის არსებობს ბევრი პრემიუმ ხარისხის მასალა:
• მაღალი გამძლეობის (high-durability) ფასადები და ზედაპირები, რომლებიც განკუთვნილია მძიმე დატვირთვისთვის და არ ზიანდება მარტივად.
• ინოვაციური ტექსტურები და ეფექტები, რომლებიც ქმნის კონცეპტუალურ და განსხვავებულ დიზაინს

ასევე არსებობს სისტემები და აქსესუარები, რომლებიც ავეჯს  ფუნქციურ, კომფორტულ და გონივრულად ორგანიზებულ გარემოდ აქცევენ.

ჩვენ არ ვამზადებთ ავეჯს — ჩვენ ვქმნით შესაძლებლობას, რომ ის იყოს ლამაზი, თანამედროვე და კომფორტული. გთავაზობთ უახლესი ტენდენციების მასალებს, აქსესუარებსა და გადაწყვეტებს მსოფლიოს წამყვანი ბრენდებისგან.

Moodboard-ში ჩვენ ვირჩევთ იტალიურ გამოცდილებასა და ხარისხს, რათა გავაფართოოთ და განვავითაროთ ადგილობრივი წარმოების სტანდარტები.
გვჯერა, რომ ეს შესაძლებელია — და ამისთვის აქ ვართ.

moodboard – სამზარეულოს და გარდერობის ესთეთიკა

რატომ გვირჩევენ ჩვენ

პარტნიორები და ბრენდები

როგორ ვითანამშრომლოთ

თუ ხართ არქიტექტორი, ინტერიერის დიზაინერი ან ავეჯის მწარმოებელი, Moodboard მზად არის გახდეს თქვენი სანდო პარტნიორი.

ჩვენ გთავაზობთ ტექნიკურ მხარდაჭერას და წვდომას საერთაშორისო ლიდერი კომპანიების უმაღლესი ხარისხის კომპონენტებზე — იმავე კომპონენტებზე, რომლებიც გამოიყენება ისეთი იტალიური ბრენდების ავეჯში, როგორიცაა Poliform, Molteni, Arclinea და სხვ.

ჩვენ დაგეხმარებით შექმნათ გამორჩეული, თანამედროვე და ფუნქციური სივრცეები.


🤝 თანამშრომლობის პირობები:

კონსულტაცია და ტექნიკური მხარდაჭერა — დაგეხმარებით თქვენი პროექტისთვის შესაბამისი მასალებისა და სისტემების შერჩევაში
ნიმუშები და ტექნიკური ფაილები — ვაწვდით ფიზიკურ ნიმუშებს, 3D მოდელებს და ტექნიკურ სპეციფიკაციებს
სპეციალური პირობები პარტნიორებისთვის — ინდივიდუალური ფასები და უპირატესობები
მოქნილი შეკვეთების სისტემა — მცირე, საშუალო და სერიული წარმოებისთვის


ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენთან თანამშრომლობა იყოს გრძელვადიანი, სანდო და განვითარებაზე ორიენტირებული.

📩 დაგვიკავშირდით — ერთად ვაქციოთ თქვენი იდეები რეალობად სივრცეებში, სადაც დიზაინი და ფუნქცია სრულ ჰარმონიაშია.