კარები, ფასადები და ზედაპირები
Moodboard გთავაზობთ იტალიაში დამზადებულ და სრულყოფილად დასრულებულ პრემიუმ ფასადებსა და კარებს თქვენი სამზარეულოსთვის.
შეღებილი MDF, მასიური ხე, ხის ფურცლოვანი დაფები (ანათალი), მეტალი, ან დღეს ყველაზე მოთხოვნადი — ალუმინის პროფილზე გადაკრული შეღებილი შუშა (backpainted glass), ასევე სხვა პრემიუმ მასალის ფასადები და კარები — ყველა მათგანი სპეციალურად თქვენი პროექტისთვის, თქვენი სამზარეულოს ზუსტ საჭიროებებზე მორგებით მზადდება.
თქვენ შეგიძლიათ ადგილობრივ მწარმოებელს დაამზადებინოთ შიდა კარკასი, ხოლო ფასადები და კარები შეუკვეთოთ პირდაპირ იტალიაში. შედეგად, სანამ კარკასი მზადდება, დაახლოებით 1.5 თვის განმავლობაში ფასადებიც ჩამოვა და იქნება მზად მონტაჟისთვის.
ამ პროცესის შედეგად მიიღებთ სამზარეულოს, რომელიც ვიზუალურად არ ჩამოუვარდება იტალიურ პრემიუმ ბრენდებს — რადგან ფასადები დამზადებულია იმავე ქარხნებში, სადაც მსოფლიოში ცნობილი იტალიური სამზარეულოების ფასადები იწარმოება.
უმაღლესი ხარისხი, დახვეწილი დიზაინი და ინდივიდუალური მიდგომა — თქვენი პროექტის სრულყოფილი სახისთვის.